რუსი გულშემატკივრების რეაქცია «ლოკომოტივთან» მარცხზე

რუსი გულშემატკივრების რეაქცია «ლოკომოტივთან» მარცხზე უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩი გაიმართა თბილისის «ლოკომოტივსა» და მოსკოვის «დინამოს» შორის. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის შემდეგ მოსკოველების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: «დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით. ზოგიერთ მომენტში შეცდომას მოწინააღმდეგე გვაშვებინებდა, ზოგიერთ მომენტში კი საკუთარ თავს ჩვენვე ვუქმნიდით პრობლემებს. ყველაფერმა ამან კომპლექსში ასეთი შედეგი მოგვცა».

შეხვედრის დაწყებამდე რუსი გულშემატკივრები დარწმუნებულები იყვნენ საკუთარი გუნდის ძალებში და მსგავს რეზულტატს არავინ მოელოდა.

«როგორც ჩანს ჩვენებს არავინ აუხსნა, რომ საპასუხო მატჩი არ იქნებოდა»
რუსი გულშემატკივრების რეაქცია «ლოკომოტივთან» მარცხზე

«დინამო მოედანზე რეზინის ხელკეტებით უნდა გამოსულიყო»


«მხოლოდ ლავრენტი ბერია იქნებოდა კმაყოფილი»


«სად არის სტეპაშინის კომენტარი?!»
(მატჩის დაწყებამდე მოსკოვის «დინამოს» დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა განაცხადა, რომ კლუბი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ მზად იყო)
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.