"ინტერის" პრეზიდენტი: მესის ტრანსფერს არ ვგეგმავდით

"ინტერის" პრეზიდენტი: მესის ტრანსფერს არ ვგეგმავდით მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა სტივენ ჩჟანმა განმარტა, თუ რატომ არ ცდილობდა იტალიური კლუბი კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი შემტევის, ლიონელ მესის გაფორმებს.

”არა, ჩვენ არ ვაპირებდით მესის ტრანსფერს. ასეთი ინვესტიციები არ შეიძლება იყოს ჩვენი პროექტის ნაწილი. ყოველ შემთხვევაში ახლა. ინოვაცია, დაგეგმვა, უწყვეტი ზრდა, ეკონომიკური სტაბილურობა ჩვენთვის ერთგვარი ქვაკუთხედია. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს გრძელვადიან დაგეგმვას, მხოლოდ ასე მივაღწევთ შედეგებსა და მიზნებს. ჩვენ დავაბრუნებთ "ინტერს" სათანადო დონეზე, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო სარბიელზე. ჩვენ შეგვეძლება ვიყოთ კონკურენტუნარიანები ” - ციტირებს "ინტერის" ხელმძღვანელის სიტყვებს გამოცემა Corriere della Sera.

შეგახსენებთ, არგენტინელმა მოიერიშემ გასული სეზონის ბოლოს, "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისი ეს სურვილი კლუბმა არ დააკმაყოფილა და ფინანსური ჯარიმებიც კი დაუწესა. საბოლოო ჯამში, კლუბის დატოვების ერთადერთი გზა სასამართლოზე გადიოდა, რაზეც მესიმ უარი განაცხადა და "ბარსელონას" რიგებში კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.