რა სჭირდება ლუის სუარესს «იუვენტუსში» გადასასვლელად?!

რა სჭირდება ლუის სუარესს «იუვენტუსში» გადასასვლელად?! ცნობილი სპორტული ვებ-პორტალის GOAL-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» თავდამსხმელი, ლუის სუარესი, «იუვენტუსში» გადასვლასთან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ურუგვაელზე იმედებს არ ამყარებს. ლუის სუარესს არაერთხელ მიანიშნეს, რომ მისთვის «ბარსელონას» დატოვება საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.

ცოტა ხნის წინ დაპაუზებული მოლაპარაკებების პროცესი «იუვენტუსთან» კვლავ განახლდა, თუმცა ტურინელებს პრობლემა აქვთ. იტალიურმა კლუბმა უკვე ამოწურა უცხოელი ფეხბურთელების კვოტა, ამიტომ 33-წლის ურუგვაელის გასაფორმებლად სუარესს იტალიის მოქალაქეობა სჭირდება.

წყაროს ინფორმაციით მოქალაქეობის მისაღებად ლუის სუარესი ხვალ იტალიურ ენაში გამოცდას ჩააბარებს, სწორედ გამოცდაზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა ურუგვაელი ფორვარდი «იუვენტუსში» კარიერის გაგრძელებას.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.