ალფრედო პედულა: "იუვენტუსი" ჯეკოს წინადადებით მიმართავს

ალფრედო პედულა: "იუვენტუსი" ჯეკოს წინადადებით მიმართავს "რომას" თავდამსხმელი ედინ ჯეკო შესაძლებელია, სულ მალე ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდეს.

ტურინული კლუბისთვის 34 წლის ფორვარდი შეტევის გაძლიერების პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება. "იუვენტუსი" ჯეკოს კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც ეს მოიერიშე წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მომავალი კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ეგრედ წდებულ ბონუსებსაც. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს.

დასავლურ პრესაში ხშირად წერდნენ, ხსენებული ფეხბურთელის მიმართ, ტურინის "იუვენტუსის" დაინტერესებაზე, თუმცა მას შემდეგ რაც ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერი დღის წესრიგში დადგა, ჯეკოს გაფორმების იდეამ მეორე პლანზე გადაიწია. რომაელები მზად არიან ჯეკო 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

2019/2020 წლების სეზონში ჯეკომ რომას მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოსნიელის ანგარიშზე 16 გატანილი გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.