«პსჟ»-ს ფეხბურთელები თომას ტუხელით უკმაყოფილოები არიან

«პსჟ»-ს ფეხბურთელები თომას ტუხელით უკმაყოფილოები არიან RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პარი სენ-ჟერმენის» ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწვრთნელით, გერმანელი სპეციალისტის თომას ტუხელით, უკმაყოფილოები არიან.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელებს სათამაშო სტილი არ მოსწონთ. «მიეცი ბურთი ნეიმარს» ასე ხუმრობენ ფრანგული კლუბის ფეხბურთელები თომას ტუხელის მიერ შემუშავებულ ტაქტიკაზე.

RMC Sport-ი ანონიმურობის დაცვით «პარი სენ-ჟერმენის» ერთ-ერთი ფეხბურთელის კომენტარს გვთავაზობს: «ჩვენ ტაქტიკისა და იდეის გარეშე ვთამაშობთ. მარსელთან მატჩში ვგრძნობდით, რომ სამწვრთნელო შტაბი სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, თითქოს არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ».

RMC Sport-ის ცნობით დედაქალაქურ გუნდში უკმაყოფილების მორიგი მიზეზი მარკინიოსია, რომელიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ხოლო თავდამსხმელი მაურო იკარდი საკმარის სათამაშო დროს არ იღებს.

2020/21 წლების საფრანგეთის ჩემპიონატი ფრანგული კლუბისთვის უიღბლოდ დაიწყო. «პარი სენ-ჟერმენმა» გამართული 3 შეხვედრიდან 2-ჯერ მარცხი იწვნია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.