სონიმ God of War: Ragnarok დააანონსა

სონიმ God of War: Ragnarok დააანონსა PlayStation 5-ის პრეზენტაციის დროს Sony Santa Monica სტუდიამ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თამაშის God of War-ის გაგრძელება God of War: Ragnarok-ი დააანონსა.

ჯერ-ჯერობით თამაშის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ერთადერთი ცნობილია, რომ Ragnarok-ი 2021 წელს გამოვა. ქვესათაურითა და ლოგოტიპით თუ ვიმსჯელებთ, ექშენის მოვლენები მიძღვნილი იქნება რაგნარიოკისთვის.

ძველ სკანდინავიურად აღნიშნული ტერმინი ითარგმნება, როგორც «ღმერთების საგა». ლეგენდის თანახმად ტერმინი ღმერთების სიკვდილსა და სამყაროს დასასრულს ნიშნავს.

სავარაუდოდ, ახალი God of War: Ragnarok-ი God of War-ის წინა სიუჟეტის გაგრძელება იქნება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.