Sky Sports: ტრაორე "ასტონ ვილას" უახლოვდება

Sky Sports: ტრაორე "ასტონ ვილას" უახლოვდება "ლიონის" თავდამსხმელი ბერტრან ტრაორე შესაძლებელია, სულ მალე "ასტონ ვილას" შემადგენლობაში ვიხილოთ. გუნდი მზადაა 17 მილიონი ევრო გადაიხადოს ხსენებული შემტევის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავდამსხმელი უკვე შეთანხმდა პირადი კონტრაქტის დეტალებზე, რომელიც ოთხწლიანი იქნება. 15 სექტემბერს მან სამედიცინო გამოკვლევაც კი გაიარა ქალაქ კოპენჰაგენში. გუშინ თავდამსხმელი ბირმინგემში უნდა ჩასულიყო და კონტრაქტზე ხელი მოეწერა, თუმცა სამუშაო ნებართვის მიღების პროცედურა გაჭიანურდა.

25 წლის ფეხბურთელს "ლიონთან" მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. 2019/2020 წლების სეზონში ტრაორემ 35 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.