კალიდუ კულიბალის სანაცვლოდ «პსჟ» 59 მილიონს იხდის

წყარო იტყობინება, რომ იტალიურმა კლუბმა დედაქალაქელებისგან ოფიციალურად მიიღო ტრანსფერის შეთავაზება. Tuttosport-ის ინფორმაციით პარიზელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მილიონი ევრო და პლუს ბონუსის სახით 7 მილიონი გადაიხადონ.
29-წლის სენეგალელი მცველით «პარი სენ-ჟერმენის» გარდა «მანჩესტერ სიტიც» ინტერესდება, თუმცა მოლაპარაკებები ფეხბურთელის მაღალი სატრანსფერო ღირებულების გამო გაჭიანურდა.
Tuttosport-ის ინფორმაციით «პარი სენ-ჟერმენსა» და «ნაპოლის» შორის კალიდუ კულიბალის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება, შესაძლოა, შემდეგ კვირას მოხდეს.
გასულ სეზონში 29-წლის მცველმა ნაპოლის მაისურით ჯამში 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კულიბალს მოქმედი კონტრაქტი იტალიელებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.