«ლივერპულმა» ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი შეათანხმა

ჟურნალისტის ინფორმაციით 29-წლის ესპანელი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართა.
რეკორდმაისტერს სურს ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი ბუნდესლიგის 2020/21 წლის სეზონის დაწყებამდე გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარა რეკორდმაისტერის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ესპანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში «მიუნხენის ბაიერნის» რიგებში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 29-წლის ფეხბურთელი 3 გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორია.
Exclusive: Liverpool agree deal to sign Spain midfielder Thiago Alcantara from Bayern Munich for a fee of around €30m. Talks have accelerated since Monday after #FCBayern officials made clear they wanted it done before Bundesliga start @TheAthleticUK #LFC https://t.co/HfNjTYqJlG
— David Ornstein (@David_Ornstein) September 17, 2020