გარეთ ბეილი და სერხიო რეგილონი შემოწმებას მადრიდში გაივლიან

გარეთ ბეილი და სერხიო რეგილონი შემოწმებას მადრიდში გაივლიან Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «მადრიდის რეალის» ორი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი და სერხიო რეგილონი, სამედიცინო შემოწმებას ესპანეთში გაივლიან, რის შემდეგაც ლონდონში გაფრინდებიან.

Sky Sports იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. «ტოტენჰემთან» ტრანსფერის დასრულებისთვის ფეხბურთელებს ლონდონში ჩასვლა სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო, «ტოტენჰემისთვის» სამედიცინო შემოწმებას ფეხბურთელები მადრიდში გაივლიან, შემდეგ კი ინგლისში გაემგზავრებიან ტრანსფერის დასადასტურებლად.

Sky Sports-ის ინფორმაციით ლონდონელებთან რეგულარულ კონტრაქტს გააფორმებს სერხიო რეგილონი, ხოლო გარეთ ბეილი 2020/21 წლების სეზონს ინგლისში იჯარის წესით გაატარებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.