მიკ შუმახერი: «გარანტირებული არაფერია»

მიკ შუმახერი: «გარანტირებული არაფერია» GrandPX-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ფორმულა 2»-ში მოასპარეზე «პრემას» გუნდის პილოტმა, მიკ შუმახერხმა, პრესაში გავრცელებულ ჭორებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გარანტირებული არაფერია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2021 წლელს ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟი «ფორმულა 1»-ში იასპარეზებს.

2020-წლის «ფორმულა 2»-ის სეზონის დასრულებამდე 3 ეტაპია დარჩენილი, ამ მომენტისთვის მიკ შუმახერი ლიდერია.

იმის კეთებას განვაგრძობ, რისი გაკეთებაც მევალება. რათქმაუნდა ფორმულა 2-ში ჩემპიონობა რაღაცას ნიშნავს, მინიმუმ ყურადღებას იქცევს. ფორმულა 2-ში ჩემპიონობა იმას არ ნიშნავს, რომ ფორმულა 1-ში გარანტირებულად იპოვი ადგილს», - მიკ შუმახერის სიტყვებს ციტირებს GrandPX.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.