ჟიულ კუნდე - მანჩესტერ "სიტის" ახალი სამიზნე

ჟიულ კუნდე - მანჩესტერ "სიტის" ახალი სამიზნე "სევილიას" ცენტრალური მცველი ჟიულ კუნდე მანჩესტერ "სიტის" სატრანსფერო სამიზნე გახდა. ინგლისურ კლუბს მცველის შეძენა სურს და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის თანხის დამატებით, ფეხბურთელების გაცვლასაც. "სიტის" ხელმძღვანელობას ოტამენდის ჩართვა სურს შესაძლო ტრანსფერში, იუწყება გამოცემა Telegraph.

"სევილიამ" კუნდე 2019 წელს შეიძინა, მანამდე იგი "ბორდოს" ღირსებას იცავდა. გარიგება 25 მილიონი ევრო დაჯდა. 2019/2020 წლების სეზონში მცველმა 40 თამაში ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt-ი კუნდეს 30 მილიონ ევროდ აფასებს.

ნიკოლას ოტამენდი კი მანჩესტერ სიტის რიგებში 2015 წლიდან გვევლინება, ვალენსიიდან მისი გადმოყვანის სანაცვლოდ "ქალაქელებმა" 44.5 მილიონი ევრო გაიღეს. 2019/2020 წლების სეზონში მან 39 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის ავტორიც გახდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.