რონალდ კუმანმა შეიძლება «ბარსელონას» პირველი მატჩი გამოტოვოს

წყაროს ცნობით კატალონიური კლუბის მესვეურებს კიკე სეტიენთან ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ ხელშეკრულების გაწყვეტის პირობები. იმ შემთხვევაში თუ ესპანელ სპეციალისტთან კომპენსაციისა და სხვა დეტალების შეთანხმება ჩემპიონატის დაწყებამდე ვერ მოხერხდება რონალდ კუმანი მწვრთნელის რანგში ბარსელონას თამაშებს ვერ დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ეგიდით პირველ შეხვედრას კატალონიის «ბარსელონა» «ვილიარეალთან» 27 სექტემბერს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.