ლებრონ ჯეიმსი NBA-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

35 წლის კალათბურთელი ნაციონალური კალათბურთის ლიგაში 2003 წლიდან ასპარეზობს. ხოლო, 17 წლის განმავლობაში 16-ჯერ სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა NBA-ს აბსოლიტური რეკორდია.
ლებრონ ჯეიმსი 13-ჯერ შეიყვანეს სიმბოლურის პირველ ხუთეულში, ორჯერ მეორეში და ერთხელ მესამე ხუთეულში.
ლებრონ ჯეიმსის გარდა, NBA-ს ისტორიის განმავლობაში მსგავსი მიღწევა კარიმ აბდულ-ჯაბარას, კობი ბრაიანტსა და ტიმ დანკანს აქვთ, რომლებიც 15-ჯერ მოხვდნენ სეზონის სიმბოლურ ხუთეულში.
LeBron James earns his NBA RECORD 16th All-NBA Team selection!@KingJames passes 15-time All-NBA Team selections Kareem Abdul-Jabbar, Kobe Bryant and Tim Duncan. pic.twitter.com/WPyLXq7gFD
— NBA (@NBA) September 16, 2020