ტიმო ვერნერი «ლივერპულთან» მოლაპარაკებებზე საუბრობს

ტიმო ვერნერი «ლივერპულთან» მოლაპარაკებებზე საუბრობს ლონდონის «ჩელსის» გერმანელმა ფეხბურთელმა ცნობილ სპორტულ გამოცემა Goal.com-თან ინტერვიუში «ლაიპციგიდან» წასვლის დეტალები გაიხსენა და «ლივერპულთან» მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

როდესაც ლაიპციგიდან წასვლა გადავწყვიტე რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს ვესაუბრე. მოლაპარაკებებს პარალელურად რამდენიმე გუნდთან ვმართავდი, მათ შორის ჩელსისთან. ერთ-ერთი იყო ლივერპული, რომელიც შესანიშნავი გუნდია. შეიძლება სხვა კოლექტივში იდეალურად ჩავმჯდარიყავი, თუმცა არჩევანი ჩელსის სასიკეთოდ გავაკეთე, რადგან ეს გადაწყვეტილება საუკეთესოდ მივიჩნიე», - ტიმო ვერნერის სიტყვებს ციტირებს Goal.com

შეგახსენებთ, რომ 24-წლის გერმანელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები არისტოკრატებს 53 მილიონი ევრო დაუჯდათ. ტიმო ვერნერმა ლონდონის «ჩელსისთან» ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.