მარკ უებერი: ახლა მათ შორის ერთგვარი თაფლობის თვეა

მარკ უებერი: ახლა მათ შორის ერთგვარი თაფლობის თვეა ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა მარკ უებერმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, შარლ ლეკლერისა და სებასტიან ფეტელის შესახებ.

”ნამდვილად ღირს შარლ ლეკლერის ყურება. ძალიან მაინტერესებს Ferrari–ის რიგებში მომდევნო რამდენიმე სეზონის განმავლობაში, როგორ იასპარეზებს. ახლა მასსა და გუნდს შორის ერთგვარი თაფლობის თვე არსებობს. მაგრამ ისინი ორ ან თუნდაც სამ სეზონზე თანამშრომლობას გეგმავენ. შესაძლებელია, შარლი Ferrari– სგან ძალიან დაიღალოს. ამ გუნდის ბოლიდის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა. ლეკლერი შეიძლება მორიგი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდეს.” - ციტირებს უებერის სიტყვებს გამოცემა F1

შეგახსენებთ, "Ferrari"-იმ ხსენებული სეზონის დაწყებამდე, გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა თანამშრომლობა სებასტიან ფეტელთან. ფეტელი "რეისინგ პოინტთან" ითანამშრომლებს. სულ რამდენიმე დღის წინ, "მერსედესის" პილოტი ლუის ჰემილტონი ხსენებულ სიახლესთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა.

"ვფიქრობ, სებასტიანის სამომავლო კარიერაში ეს იდეალური მიმართულებაა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასე მოხდებოდა. მსგავსი ახალი ამბის მოსმენა - სასიამოვნო იყო. გუნდს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. მათ უკვე გადადგეს დიდი ნაბიჯი და პროგრესირებას დემონსტრირებენ. შეიძლება მიკერძოებული ვარ, თუმცა ვფიქრობ რომ გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნათელია, რომ ფეტელს "ფერარის" შემადგენლობაში რთული დრო ჰქონდა." - ციტირებდა ჰემილტონის სიტყვებს გამოცემა RaceFans-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.