სტეპაშინი: «დინამო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მზადაა»

— ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად გუნდი მზადაა. მეტიც, მიმაჩნია, რომ დინამო თავისი შესაძლებლობებით იმავე კრასნოდარზე სუსტი არაა. ჩვენს გუნდს გაუმართლა: შესანიშნავი სტადიონი და გულშემატკივრები. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ევრო-თასებზე დინამო თავს არ შეირცხვენს და გაგვახსენებს რამდენიმე წლის წინ როგორ მოიგო ჯგუფურ ეტაპზე ექვსი თამაში», - «Известия» ციტირებს სერგეი სტეპაშინის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის «ლოკომოტივი» მოსკოვის «დინამოს» ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაუპირისპირდება. მსოფლიოში განვითარებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება.