კუმანი: დილით სუარესს ვესაუბრე...

კუმანი: დილით სუარესს ვესაუბრე... "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

”დღეს დილით ლუის ვესაუბრე. დაველოდებით და ვნახავთ, შეძლებს თუ არა იგი წასვლას. ჩვენ პატივს ვცემთ ფეხბურთელთა კონტრაქტებს. თუ სუარესი "ბარსელონაში" დარჩება, ის ისეთივე მოთამაშე იქნება, როგორც ყველა დანარჩენი” - ციტირებს გამოცემა Marca კუმანის სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუმანი 33 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის მომსახურებით არ არის დაინტერესებული. ფეხბურთელი მზად არის წასასვლელად, მაგრამ კომპენსაციის გადახდის გარეშე, "ბარსელონასთან" ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

სუარესი კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობს. 2019/2020 წლების სეზონში ურუგვაელმა ფორვარდმა საკლუბო დონეზე მონაწილეობა მიიღო 36 მატჩში, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე გადაცემა. ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.