«ლიონის» პრეზიდენტმა მემფის დეპაის ტრანსფერი უარყო

— ბარსელონას პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, კვირას მითხრა, რომ კატალონიელები პანდემიის გამო კრიზისში არიან, ამიტომ მემფის დეპაისთან დაკავშირებით შეთავაზებას ვერ გააკეთებენ», - წერს ოლასი ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
Memphis kost Barcelona 30 miljoen euro | Voetbal | https://t.co/ENn92q9lkf @ol @Le_Progres Le président du Barça m’a indiqué dès dimanche que le Barça souffrait beaucoup d la crise du Covid et n’avait pas de possibilité de faire une offre.#memphis https://t.co/R1eGdE276j
— Jean-Michel AULAS (@JM_Aulas) September 15, 2020
შეგახსენებთ, რომ არაერთი სპორტული გამოცემა წერდა, თითქოს 26-წლის ჰოლანდიელ შემტევს ბარსელონასთან უკვე ჰქონდა შეთანხმება მიღწეული. სახელდებოდა სატრანსფერო ფასიც, რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენდა.
მემფის დეპაის მოქმედი კონტრაქტი ლიონთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ჰოლანდიელი შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 44 მილიონ ევროს შეადგენს.