აგენტი: ბალოტელი ევროპულ ფეხბურთში დარჩება

აგენტი: ბალოტელი ევროპულ ფეხბურთში დარჩება იტალიელი შემტევის მარიო ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ, ფეხბურთელის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, საკუთარი მოლოდინები გააზიარა.

”მარიო ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელია და მის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა. მე მასზე განსაკუთრებულად არ ვღელავ, ის ნამდვილად დარჩება ევროპულ ფეხბურთში” - ციტირებს რაიოლას სიტყვებს გამოცემა Tuttomercatoweb.

2019/2020 წლების სეზონი ბალოტელიმ "ბრეშას" შემადგენლობაში განვლო. მან 19 მატჩი გამართა და 5 გოლი გაიტანა. სეზონის განმავლობაში იგი მრავალჯერ დაუპირსპირდა კლუბის სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას.

მანამდე მარიო ბალოტელი ასპარეზობდა, მილანის "ინტერში", "მანჩესტერ სიტიში", "მილანში", "ლივერპულში", ფრანგულ "ნიცაში" და "მარსელში". 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც უკრაინა და პოლონეთი მასპინძლობდა, იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.