მიუხედავად ანტირეკორდისა «კლიპერსი» მწვრთნელს არ შეცვლის

მიუხედავად ანტირეკორდისა «კლიპერსი» მწვრთნელს არ შეცვლის Yahoo Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ლოს-ანჯელეს კლიპერსის» მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი, მიუხედავად კლუბის მიერ დამყარებული ანტირეკორდისა, დაკავებულ თანამდებობაზე დარჩება.

Yahoo Sports-ი იტყობინება, რომ დასავლეთ კონფერენციის ნახევარ-ფინალში «დენვერთან» მარცხის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის შეცვლის ვარიანტს არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ «კლიპერსი» სერიაში 3-1 იგებდა, თუმცა ანგარიშის შენარჩუნება და კონფერენციის ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. ლოს-ანჯელესის გუნდი ფინალში უკვე ნახევარი საუკუნეა არ გასულა, რაც ამერიკის ყველა დიდი ლიგის ყველაზე ცუდი შედეგია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.