კრისტიან ფალკი: მიუნხენის "ბაიერნი" მანჩესტერ "იუნაიტედისგან" შესაბამის წინადადებას ელის

კრისტიან ფალკი: მიუნხენის "ბაიერნი" მანჩესტერ "იუნაიტედისგან" შესაბამის წინადადებას ელის მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარის მომავალი, კვლავაც გაურკვეველი რჩება.

Sport Bild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის თანახმად, გერმანული კლუბი მანჩესტერ "იუნაიტედისგან" შესაბამის წინადადებას ელის. ტიაგოს "ლივერპულში" გადასვლა კი დამოკიდებულია ჯორჯინიო ვეინალდუმის მომავალზე, რომლის შეძენაც კატალონიის "ბარსელონას" სურს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბაიერნი ტიაგოსთვის 30 მილიონ ევროს ითხოვს. "ლივერპული" არ არის მზად ხსენებული თანხის გადახდისათვის, რამდენადაც ფეხბურთელს არსებული კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

სულ რამდენიმე დღის წინ მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი ტიაგო ალკანტარას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა -"რთული სიტუაციაა. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ 4 წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ. შემდეგ კი მან განგვიცხადა, რომ საკუთარ კარიერაში ახალი გამოწვევების მიღება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენაა.

ვფიქრობ მას გარკვეული შეთანხმება აქვს "ლივერპულთან" ან მანჩესტერ "იუნაიტედთან". შესაძლებელია, ორივესთან ერთდროულადაც კი. ტიაგოს ტრანსფერთან დაკავშირებით ამ გუნდებს "ბაიერნისთვის" ოფიციალურად არ მოუმართავთ. ეს გუნდები ბლეფობენ და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას ელოდებიან, რათა უფრო ხელსაყრელი პირობებით წარადგინონ საკუთარი წინადადება. "ბაიერნმა" საკუთარ თავს ერთი კითხვა უნდა დაუსვას. არის ეს გუნდი მზად მათი წესებით ითამაშოს? თუ უნდა ეცადოს და ფეხბურთელი შეინარჩუნოს."
- აცხადებდა ჰიონესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.