კრის უაილდერის იუმორნარევი კომენტარი, ბეილის შესაძლო დაბრუნებაზე

”როდესაც პრემიერ ლიგაში ასპარეზობა დავიწყეთ, ყველა ამბობდა, რომ ედენ აზარი მადრიდის "რეალში" გადავიდოდა. მე განვაცხადე, მზად ვარ პირადად გამოვიძახო ტაქსი, რათა ფეხბურთელი აეროპორტში მივიდეს.
იმედი მაქვს, ბეილი მადრიდში თამაშს გააგრძელებს. ეს წარმოუდგენელი ქალაქია, იქ გოლფის მრავალი შესანიშნავი მოედანია. მოდით, არ გავართულოთ ჩვენი ამოცანა.
ზოგადად, რა თქმა უნდა, არ მიკვირს, რომ ბეილს ინგლისში დაბრუნება სურს. "ტოტენჰემის" გულშემატკივრებს უნდათ, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, ხსენებული სიახლე "შეფილდ იუნაიტედის" გულშემატკივრებს ახარებდეს, რადგან ჩვენთვის ეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იქნება” - ციტირებს უაილდერის სიტყვებს გამოცემა Daily Mail.