გერმანიაში საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 37:0 დასრულდა. მიზეზი გაგაოგნებთ

გერმანიაში საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 37:0 დასრულდა. მიზეზი გაგაოგნებთ გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა "რიპდორფ/მოლცენ II"-ემ, "ჰოლდენშტედთან" გამართულ შეხვედრაში, საკუთარ კარებში 37 გოლი მიიღო. მიზეზი კი, მატჩის მსვლელობის დროს სოციალური დისტანციის დაცვა დასახელდა. ხსენებულ სიახლეს ინტერნეტ-გამოცემა Goal ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, შეხვედრის წინა დღეს ცნობილი გახდა, რომ "ჰოლდენშტეტის" ფეხბურთელებს კონტაქტი ჰქონდათ covid-19 ით ინფიცირებულ პიროვნებასთან.

ხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე, კლუბმა "რიპდორფმა" მატჩის გადადება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ "რიპდორფი", მოედანზე არ გავიდოდა, კლუბს სერიოზული ფინანსური ჯარიმები ელოდა, სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გუნდი სათამაშოდ გასულიყო, თუმცა დაეცვა ეგრედ წოდებული სოციალური დისტანცია.

ჰოლდენშტეტის ფეხბურთელებმა დაუბრკოლებლად, 37-ჯერ გაიტანეს გოლი. "რიპდორფის" ფეხბურთელები კი მათ მოქმედებას უსაფრთხო მანძილიდან ადევნებდნენ თვალს. მატჩი ჰოლდენშტედის სასარგებლოდ ანგარიშით 37: 0 დასრულდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.