ბრანდტი: მსურს წარმატებას კლუბთან ერთად მივაღწიო

"ვოლფსბურგის" ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში, 2013 წელს თქვენ ჩემპიონობა იზეიმეთ, 2014 წელს გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით (U-19), ევროპის პირველობა მოიგეთ. ამასთან მიიღეთ საუკეთესო ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის წოდებაც, კიდევ რომელი ტიტულების დაუფლებას ისურვებდით?
"ჩემთვის სულ ერთია. ალბათ, ერთ-ერთი ტიტული იმ სამიდან , რაც დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში შეიძლება, რომ მოვიგო. განსაკუთრებულად გამორჩეული არ მაქვს. მე მოვიპოვე საკმაო რაოდენიბით პირადი ჯილდოები, ასევე 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალიც. 2017 წელს კონფედერაციის თასი, მაგრამ ახლა ჩემი სურვილია უახლოეს პერიოდში საკუთარ კლუბთან ერთად მივაღწიო წარმატებას."
"მე მსურს დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად მოვიპოვო ტიტული, სწორედ ამისათვის მოვედი აქ. ეს არის ჩემი სანუკვარი ოცნება და რაც მთავარია, ეს ოცნება აუცილებლად ახლო მომავალში უნდა ასრულდეს."-ციტირებს ახალგაზრდა გერმანელის სიტყვებს გამოცემა Sport1.