კლოპი: როდესაც "ლივერპულიდან" წავალ...

კლოპი: როდესაც "ლივერპულიდან" წავალ... საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხსენებული კლუბის დატოვების შემდეგ, სამწვრთნელო კარიერაში შესვენებას გეგმავს.

”ხშირად მეკითხებიან ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ, მაგრამ არასდროს მსმენია მსგავსი კითხვა გვარდიოლასთვის დაესვათ, თან გასათვალისწინებელია, რომ მას კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება. ჩემი კონტრაქტი კი ძალაში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში იქნება. ეს ფეხბურთში ნამდვილი მარადისობაა. ალბათ, ამ ოთხი წლის მერე ვიფიქრებ კონტრაქტის განახლებაზე. თუ კონტრაქტი არ განახლდება, კარიერაში პაუზას ავიღებ. მას შემდეგ რაც, "ლივერპულიდან" წავალ, დაუყოვნებლივ სხვა კლუბს არ მივმართავ. მე შესვენების აღებას 1 წლის ვადით ვგეგმავ." - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

53 წლის კლოპი ლივერპულის თავკაცის რანგში, 2015 წლიდან გვევლინება. მისი ხელმძღვანელობით, კლუბი ინგლისის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა "ლივერპულმა" უეფას ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.