Sky Sports: ჟოზე მოურინიო გარეტ ბეილის შესახებ საუბრობს

"როდესაც მადრიდის "რეალში" ვმუშაობდი, გართ ბეილის ხელში ჩაგდებას ვცდილობდი, თუმცა იმ პერიოდში ეს შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს კლუბის პრეზიდენტმა ჩემს სურვილებს ყური უგდო და ბეილი მადრიდში მაინც აღმოჩმდა, მაშინ მე "რეალში" უკვე აღარ ვმუშაობდი. არ არის დიდი საიდუმლო, რომ ამ ფეხბურთელით მოხიბლული ვარ. ვფიქრობ, ამის შესახებ თავად გარეტმაც იცის." - ციტირებს გამოცემა Sky Sports ჟოზე მოურინიოს სიტყვებს.
შეგახსენებთ, დასავლურ პრესაში სულ უფრო აქტიურად წერენ, "ტოტენჰემის" რიგებში გარეტ ბეილის შესაძლო დაბრუნების შესახებ. სულ რამდენიმე საათის წინ, ხსენებული ფეხბურთელის აგენტი შემდეგი შინაარსის განცხადებას აკეთებდა -"გარეტს ძველებურად უყვარს ტოტენჰემი. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს. ეს არის ის ადგილი, სადაც მას ყოფნა სურს” - ციტირებდა აგენტის სიტყვებს BBC.