ოფიციალურად: "ასტონ ვილამ" ემი მარტინესი გაიფორმა

ოფიციალურად: "ასტონ ვილამ" ემი მარტინესი გაიფორმა "ასტონ ვილამ" საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეკარე დამიან მარტინესის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. შეგახსენებთ, მანამდე ეს ფეხბურთელი ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავდა.

28 წლის არგენტინელმა კიპერმა ბირმინგემის კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სატრანსფერო თანხა ამ დრომდე არ გახმაურებულა, მაგრამ პრესაში მრავალჯერ დაიწერა, რომ "ასტონ ვილას" მომავალი წინადადება 16,4 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის იქნებოდა.

მარტინესი "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდს არგენტინიდან შეუერთდა. ეს 2010 წელს მოხდა. მთავარ გუნდში მისი დებიუტი კი 2012 წელს შედგა. "მეთოფეებთან" მისი კონტრაქტი 2022 წლამდე იყო გათვალისწინებული.

გასულ სეზონში, მეკარემ საკლუბო დონეზე 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მთლიანობაში 24 გოლი გაუშვა და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.