ოფიციალურად: ლინეკერი და BBC თანამშრომლობას აგრძელებენ

ოფიციალურად: ლინეკერი და BBC თანამშრომლობას აგრძელებენ ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა, ტელეკომპანია BBC- სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ძალაში 2025 წლამდე იქნება და ხელფასების 23% - ით შემცირებას გულისხმობს.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, კვლავაც გააგრძელებს გადაცემა Match of the Day-ს წაყვანას, ასევე გააშუქებს FA თასის და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენებს.

”მე მიყვარს BBC-სთან თანამშრომლობა. ძალიან ვამაყობ, რომ კვლავ მათი გამორჩეული საფეხბურთო გუნდის ნაწილი ვარ.

მომდევნო ხუთ წელს იმედით შევყურებ - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ჰორიზონტზეა, ეს საინტერესო დრო იქნება ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის” - განაცხადა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, ვეტერანმა ფეხბურთელმა გადაცემა Match of the Day-ზე მუშაობა 1999 წელს დაიწყო. მანამდე იგი, ამ გადაცემაში ექსპერტის სტატუსით სარგებლობდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.