«ბარსელონას» «აიაქსის» მცველის შეძენა სურს

«ბარსელონას» «აიაქსის» მცველის შეძენა სურს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «კატალონიის ბარსელონა» «აიაქსის» ამერიკელი მცველის, სერჟინიო დესტის, შეძეძენითაა დაინტერესებული.

წყარო იტყობინება, რომ კატალონიელები მზად არიან აღნიშნულ ტრანსფერში ნელსონ სემედუ ჩართონ, რომელზეც რონალდ კუმანი დიდ იმედებს არ ამყარებს და დამატებით ჰოლანდიურ კლუბს 30 მილიონი ევრო შესთავაზოს.

19-წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს, თავად «აიაქსის» აღზრდილია. პირველ გუნდში გასული წლის სექტემბერში გადმოიყვანეს, მანამდე კი ფაქტიურად ჰოლანდიური კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გამოიარა.

transfermarkt-ის ინფორმაციით 19 წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს. სერჟინიო დესტს მოქმედი კონტრაქტი «აიაქსთან» 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.