ივანოვიჩი: ინგლისში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ

ივანოვიჩი: ინგლისში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ "ვესტ ბრომვიჩის" ახალწვეული ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელიც მანამდე "ზენიტის" ღირსებას იცავდა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ინგლისში დაბრუნება გაცილებით ადრე უნდოდა.

”მომენატრა ინგლისური ფეხბურთი, სტილი და ყველაფერი ის, რაც აქ თამაშთან ასოცირდება. გასულ წელს აქ დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ვეცდები, ჩემი საუკეთესო მხარე წარმოვაჩინო.

ვფიქრობ, ახლა უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. მე აბსოლუტურად შევიცვალე. რა თქმა უნდა, ბევრს ახსოვს ჩემი თამაში "ჩელსის" რიგებში, მაგრამ მე ახალ თავს ვხსნი და ეს ძალიან კარგად მესმის. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიმუშაო იმისთვის, რომ პრემიერ ლიგას სათანადო კონდიციებში შევხვდე." - ციტირებს ივანოვიჩის სიტყვებს ვესტ ბრომვიჩის პრეს-სამსახური.

36 წლის სერბმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბში სამი წელი გაატარა. ამ პერიოდში მან ორჯერ მოიპოვა რუსეთის ჩემპიონის ტიტული და ერთხელ ნაცონალური თასის ჯილდოც. ცენტრალური მცველი, ვესტ ბრომვიჩის შემადგენლობაში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.