დანილ კვიატი: «დიდი პიროვნება და დიდი მებრძოლი!»

დანილ კვიატი: «დიდი პიროვნება და დიდი მებრძოლი!» «ფორმულა 1»-ის რუსი პილოტი დანილ კვიატი, რომელიც «ალფა ტაურის» ღირსებას იცავს, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე კონორ მაკგრეგორთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს.

სურათზე რუსი მრბოლელის UFC-ს ორ წონით კატეგორიაში ყოფილ ჩემპიონთან ერთად სპორტ-დარბაზში ვარჯიშია ასახული.

კონორ მაკგრეგორთან შეხვედრა შესანიშნავი იყო. დიდი პიროვნება და დიდი მებრძოლი!», - წერია კვიატის ინსტაგრამის პოსტში.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.