The Guardian: მოურინიო ბას დოსტის ტრანსფერს ითხოვს

The Guardian: მოურინიო ბას დოსტის ტრანსფერს ითხოვს "აინტრახტის" ფორვარდი ბას დოსტი, შესაძლებელია ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Guardian იუწყება.

"ტოტენჰემი" და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დაინტერესებულნი არიან 31 წლის ფეხბურთელის მომსახურებით, რომელსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია. კლუბებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, მაგრამ შეთანხმებამდე ჯერ ძალიან ადრეა. "აინტრახტი" მზადაა დოსტი გაუშვას, მაგრამ არა არენდის ხელშეკრულებით. გერმანული კლუბი მას 5,5 მილიონ ევროდ აფასებს. თავის მხრივ, "ტოტენჰემის" ინტერესებშია ზემოხსენებული ფეხბურთელი, იჯარით გაიფორმას და არა სრულფასოვანი ტრანსფერით.

დოსტი ფრანკფურტის "აინტრახტში" გასულ წელს გადავიდა. სხვადასხვა დროს იგი იცავდა, ლისაბონის სპორტინგის, ვოლფსბურგის, ჰეერენვენის ღირსებას. 2015 წლიდან 2018 წლამდე იძახებდნენ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებშიც. გასულ სეზონში ფორვარდმა გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 2 საგოლე გადაცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ