დასტინ პორიემ დანა უაითს უპასუხა

«მისმინეთ, მე დასტინი მომწონს და არ ვაპირებ ახლა აქ მასზე რაღაც ცუდი ვთქვა, ის შესანიშნავი ადამიანია. არ ვიცი რაშია საქმე, შეიძლება აბუ-დაბიში ბრძოლა არ სურს, ან სხვა რამ არის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ მას ბრძოლა არ სურს».
«ბრძოლაზე უარის თქმის ბევრი საშუალება არსებობს. მოლაპარაკებები ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, დასტინმა ბრძოლა არ მიიღო და მხოლოდ მან იცის რატომ», - განაცხადა დანა უაითმა.
UFC-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ტონი ფერგიუსონს სხვა მოწინააღმდეგეს შესთავაზებს და დარწმუნებით თქვა, რომ ახალი მეტოქე უარს ნამდვილად არ იტყვის.
«როგორც უკვე გითხარით ჩვენ გვაქვს ბრძოლა და არამგონია, რომ ტონიმ უარი განაცხადოს», - თუმცა დანა უაითმა არ დააკონკრეტა რომელ სპორტსმენს გულისხმობდა.
UFC-ის პრეზიდენტის ამ განცხადებაზე დასტინ პორიეს რეაქციამ არ დააყოვნა.
«მე ნამდვილად მსურს ეს ბრძოლა. ყველაფერი მარტივადაა - ტონისთან ბრძოლა მინდა. ეს დაპირისპირება ძალიან მომწონს», - ინტერვიუს მიმდინარეობისას ტექსტური შეტყობინება მიწერა პორიემ MMA Junkie-ს ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ დასტინ პორიესა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა აბუ-დაბიში UFC 254 ტურნირზე უნდა გამართულიყო 24 ოქტომბერს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პორიე UFC-ს გასამრჯელოზე ვერ შეუთანხმდა.