ოფიციალურად: "ჰერტამ" ჯონ კორდობა გაიფორმა

ოფიციალურად: "ჰერტამ" ჯონ კორდობა გაიფორმა საფეხბურთო კლუბ "კიოლნის" 27 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი ჯონ კორდობა, ამიერიდან ბერლინის "ჰერტას" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებ-გვერდი გვატყობინებს.

ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის თანახმად, გარიგების თანხამ 15 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. კორდობამ "ჰერტას" რიგებში 15 ნომრიანი მაისური აირჩია.

ჯონ კორდობა "კიოლნის" ფეხბურთელი 2017 წელს გახდა, "მაინციდან" მისმა ტრანსფერმა 17 მილიონი ევრო შეადგინდა. გასული სეზონის ბოლოს, 26 წლის კოლუმბიელმა მოიერიშემ კლუბის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. გაიტანა 14 გოლი და მიითვალა 3 ასისიტი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.