ბეილის აგენტი: "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებები გრძელდება

ბეილის აგენტი: "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებები გრძელდება მადრიდის "რეალის" გარემარბის გარეტ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, მადრიდულ კლუბსა და "ტოტენჰემს" შორის მოლაპარაკებების არსებობა.

”გარეტს ძველებურად უყვარს ტოტენჰემი. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს. ეს არის ის ადგილი, სადაც მას ყოფნა სურს” - ციტირებს აგენტის სიტყვებს BBC.

ბეილი მადრიდის "რეალში" 2013 წლის ზაფხულში, "ტოტენჰემიდან" გადავიდა. უელსელი თავდამსხმელის ტრანსფერი, იმ პერიოდში 101 მილიონი ევრო დაჯდა. გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში (12 შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი ), გამოირჩა ორი გატანილი გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით. მადრიდულ კლუბთან ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.