«მაიამიმ» ოვერტაიმში «ბოსტონი» დაამარცხა

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო ფრედ 106-106 დასრულდა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი სელტიკსის კალათბურთელი ტატუმი გახლდათ. ამერიკელი სპორტსმენის ანგარიშზე 30 ქულა, 14 მოხსნა და 5 ასისტია. ჰიტსის რიგებში თავის გამოჩენა დრაგიჩმა შეძლო, სლოვენიელი კალათბურთელის მონაგარი 29 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ამრიგად სერიაში ანგარიში 1-0 გახდა მაიამის სასარგებლოდ. ბოსტონ სელტიკსსა და მაიამი ჰიტს შორის მეორე მატჩი 18 სექტემბერს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
NBA პლეი-ოფი
1/2 ფინალი
პირველი მატჩი
«ბოსტონი» — «მაიამი» — 114:117 ОТ (26:18, 29:37, 28:16, 23:35, 8:11)
სერიის ანგარიში: 0-1