ანხელ დი მარიას დისკვალიფიკაცია ემუქრება

ანხელ დი მარიას დისკვალიფიკაცია ემუქრება გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პარი სენ-ჟერმენის» ფორვარდს ანხელ დი მარიას საფრანგეთის ჩემპიონატის III ტურში მომხდარი ინციდენტის გამო, ექვს-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

დი მარიამ შელაპარაკებისას «მარსელოს» მცველს ალვარო გონსალესს შეაფურთხა, რაც შეიძლება დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არგენტინელის ეს ქმედება კორონა ვირუსის პროტოკოლის დარღვევაცაა.

შეგახსენებთ, რომ «პსჟ» - «მარსელის» მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. დედაქალაქელების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, «ოლიმპიკის» მცველს თავში ჩაარტყა, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო.

ბრაზილიელმა მოგვიანებით ალვარო რასიზმში დაადანაშაულა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.