მაქს ფერსტაპენი: «არამგონია მერსედესის დამარცხება შევძლოთ»

მაქს ფერსტაპენი: «არამგონია მერსედესის დამარცხება შევძლოთ» «რედ ბულის» პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ცნობილ ვებ-პორტალ F1i.com მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2020 წლის სეზონში მერსედესის დამარცხება არარეალური ჰგონია.

მუჯელოშიც იმავე პრობლემა შეგვექმნა, რაც ერთი კვირით ადრე მონცაში. სტარტი კარგი გამოვიდა, მაგრამ როდესაც სრული სიჩქარით წავედი კვლავ დაიწყო პრობლემები. ეს ჯერ კიდევ სტარტზე ვიგრენი. ამგვარი რამ ზედიზედ მეორედ ხდება, რაც ნორმალური არ არის, უკვე დავიღალე», - ფერსტაპენის სიტყვებს ციტირებს F1i.com

იმედი მაქვს მომავალ წელს მერსედესთან მიახლოებას შევძლებთ. არამგონია გამარჯვება მოვახერხოთ. კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ბოლიდში დიდ ცვლილებებს ვერ ვაკეთებთ. იმედი მაქვს, რომ რეგლამენტი, რომელიც 2022 წლიდან შევა ძალაში, ახალი დასაწყისი იქნება. ჩვენ კვლავინდებურად გვსურს თითოეულ ეტაპზე გამარჯვება, თუმცა ეს ჩემპიონატი უკვე დასრულდა».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.