რონალდ კუმანი: «კონფლიქტი მე არ შემხებია»

რონალდ კუმანი: «კონფლიქტი მე არ შემხებია» Fox Sports-თან ინტერვიუში «კატალონიის ბარსელონას» მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, განაცხადა, რომ ლიონელ მესისა და კლუბს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან არანაირი შეხება არ აქვს.

ძირითადად, ეს სიტუაცია მე არ შემხებია. დიდწილად კონფლიქტი იყო ლიონელ მესისა და კლუბს შორის. ჩავლილი მოვლენების შემდეგ ლიონელს უკვე ვესაუბრე ასე, რომ მუშაობას ძველებურად განვაგრძობთ», - კუმანის სიტყვებს ციტირებს Fox Sports.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელისა და კატალონიური კლუბის კონფლიქტი ჩემპიონთა ლიგაზე «მიუნხენის ბაიერნთან» გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ დაიწყო.

33-წლის მესის კლუბის დატოვების სურვილი ჰქონდა, რაზეც ხელმძღვანელობას ოფიციალური შეტყობინებაც კი გაუგზავნა. საბოლოოდ არგენტინელმა ფორვარდმა გადაწყვიტა სასამართლოსთვის არ მიემართა და ესპანურ გრანდში დარჩა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.