კინგსლი კომანი თვითიზოლაციაში იმყოფება

კინგსლი კომანი თვითიზოლაციაში იმყოფება მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი, თვითიზოლაციაში იმყოფება და გარკვეული პერიოდი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს.

აღნიშნული ფაქტის მიზეზი კი შემდეგია : 24 წლის ფეხბურთელი კონტაქტში იმყოფებოდა ადამიანთან ვისაც, მოგვიანებით covid-19 დაუდასტურდა. კომანმა შესაბამისი ტესტი უკვე ჩაიტარა, პასუხი უარყოფითია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ ვირუსს ხანგრძლივი ინკუბაციის პერიოდი აქვს, კომანი კარანტინში რჩება.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური twitter-ის გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.