ხაბიბ ნურმაგომედოვი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფოტოს აქვეყნებს

ხაბიბ ნურმაგომედოვი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფოტოს აქვეყნებს მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ამჟამინდელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა კადრი, რომელზეც ცნობილი შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩია აღბეჭდილი.

ვეტერანი შემტევი, ამჟამად იტალიურ "მილანში" თამაშობს. ხაბიბის გამოქვეყნებულ ფოტოზე კი იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჯელეს გალაქსის" მაისურით არის წარმოდგენილი. (2018-2019 წლებში ზლატანი ამერიკის ჩემპიონატში გვევლინებოდა.) ეგრედ წოდებულ სტოპ-კადრში, შვედი ფეხბურთელი ბურთის მოპოვებისთვის იბრძვის და რთულ აკრობატულ ტრიუკს დემონსტრირებს.

"და როგორ იცავ თავს takedown-ისგან?" - წერს ხაბიბი.

ხაბიბ ნურმაგომედოვი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფოტოს აქვეყნებს

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.