მაიკლ მასი: პილოტები დამსახურებულად დაჯარიმდნენ

"სერხიო პერესი და დანილ კვიატი ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ რეაგირებდნენ ლურჯ ალმებზე. ეს იყო განხილული ორივე პილოტთან, მანამ სანამ გრან-პრი დაიწყებოდა. ჩვენ მკაცრად გავამახვილეთ ყურადღება და აღვნიშნეთ, რომ ამ სეზონში ლურჯი ალმების მნიშვნელობას განსაკუთრებული როლი დაეთმობოდა. "
"ესპანეთში ასეთი დარღვევა პიველად დაფიქსირდა. შედეგად, ეს ორი მრბოლელი დავაჯარიმეთ. წესდებაში წერია, რომ ავტომობილი, რომელიც გეწევა პირველივე შესაძლებლობის დროს უნდა გაატარო. ეს ფორმულირება გარკვეული თავისუფლების ზღვარს ადგენს, რაც თავისმხრივ გონიერი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. პერესის და კვიატის შემთხვევაში, ორივემ დაშვებული ზღვარი გადაკვეთა."
"სტიუარდებთან ამ თემაზე ვისაუბრე. ჩემი აზრით პილოტებს დამსახურებული სასჯელი დაუწესდათ. მე უკვე დამიკავშირდა რამდენიმე გუნდის ხელმძღვანელი და მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან რეალური ჯარიმის ხილვით, ხსენებული წესის იგნორირებისათვის."-ციტირებს გამოცემა RaceFans მაიკლ მასის სიტყვებს.