იოკიჩმა და მიურეიმ ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესეს

სერიაში საბოლოო ანგარიში 3-4 ნაგეტსის სასარგებლოდ დაფიქსირდა. შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი დენვერ ნაგეტსის კალათბურთელი მიურეი აღმოჩნდა. კანადელი სპორტსმენის ანგარიშზე 40 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტია.
აღსანიშნავია, რომ NBA-ს პლეი-ოფში მეშვიდე შეხვედრაში გამარჯვებების რაოდენობით ნიკოლა იოკიჩმა და ჯამალ მიურეიმ ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის შედეგი გააუმჯობესეს.
კარიერის განმავლობაში «დენვერის» კალათბურთელებმა სამჯერ მოახერხეს მეშვიდე მატჩში გამარჯვება, ხოლო ჯორდანის ანგარიშზე ორი წარმატებული შეხვედრაა.
შეგახსენებთ, რომ «ნაგეტსის» მორიგი მეტოქე «ლეიკერსი» იქნება. ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის პირველი დაპირისპირება 19 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.