ზაფხულში «არსენალი» სამ ფეხბურთელს გაყიდის

ზაფხულში «არსენალი» სამ ფეხბურთელს გაყიდის ცნობილი გამოცემა Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის «არსენალში» ცვლილებებია დაგეგმილი და ზაფხულში კლუბი შესაძლოა სეად კოლოშინაცმა, მატეო გენდუზიმ და ლუკას ტორეირამ დატოვონ.

Mirror-ის ინფორმაციით კოლოშინაცით «ვესტ ჰემია» დაინტერესებული, გენდუზის შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტი «ვალენსია» იქნება, ხოლო რაც შეეხება ტორეირას, ეს უკანასკნელი წინააღმდეგი არ არის საკუთარი ძალები იტალიის ჩემპიონატში მოსინჯოს.

27-წლის ბოსნიელ მცველს მოქმედი კონტრაქტი მეთოფეებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით სეად კოლოშინაცის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.

დადასტურებულად არ შეიძლება იმის თქმა, რომ 21-წლის ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა ნამდვილად დატოვებს ლონდონურ კლუბს. გენდუზის შემთხვევაში გამორიცხული არაა, რომ ეს უკანასკნელი იჯარის წესით გაასხვისონ.

მატეოს მოქმედი კონტრაქტი არსენალთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი კი 32 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით ლუკას ტორეირათი იტალიური ტორინოა დაინტერესებული. 24-წლის ურუგვაელს მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები 30 მილიონი ევრო ღირს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.