ხედირა და "იუვენტუსი" ხელშეკრულების შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს მართავენ

სამი ხედირა ტურინის "იუვენტუსში" 2015 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა, იმ პერიოდში იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. ტურინული კლუბისთვის, 33 წლის გერმანელმა 145 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 13 შედეგიანი გადაცემა.
2019/2020 წლების სეზონში ნახევარმცველმა სულ 18 მატჩი გამართა. ინტერნეტ-პორტალი Transfernarkt ფეხბურთელს 4 მილიონ ევროდ აფასებს. ხედირას კონტრაქტი "იუვენტუსთან" 2021 წლამდეა გათვალისწინებული.
Sami #Khedira and #Juventus are in talks for the termination of the contract. The German midfielder asks a indemnity of €3M on his salary (€6M net until June 2021). #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 15, 2020