ჰავერცი: ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო

ჰავერცი: ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო ლონდონის "ჩელსის" 21 წლის გერმანელი ნახევარმცველი კაი ჰავერცი, გამოცემა Evening Standard-თან მიცემულ ინტერვიუში განვლილ ორთაბრძოლას აფასებს. შეგახსენებთ, "არისტოკრატებმა" საფეხბურთო კლუბი "ბრაიტონი" ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

”ეს ძალიან რთული თამაში იყო, ძალიან რთული, რადგან ხანგრძლივი შვებულება მქონდა, რის შემდეგაც გუნდთან ერთად მხოლოდ 5-6 დღე ვივარჯიშე. რა თქმა უნდა, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი დებიუტით.

პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგასთან შედარებით ბევრად უფრო ხისტია. ეს ვნახე ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც, მაგრამ მოხარული ვარ, რომ 80 წუთი ვითამაშე და იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩებშიც მსგავსად ვიასპარეზებ.

შეხვედრა "ლივერპულთან"? ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ჩვენ პატივს ვცემთ მათ, მაგრამ "ჩელსიც" შესანიშნავი გუნდია. ეს ძალიან რთული თამაში იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის. ჩვენ ვიმუშავებთ და ვფიქრობ, გვექნება ქულების მოპოვების შესაძლებლობა“
- ციტირებს კაი ჰავერცის სიტყვებს Evening Standard.

შემდეგ ტურში ლონდონის "ჩელსი", პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს - "ლივერპულს" შეერკინება. შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯ" არენაზე კვირას, 20 სექტემბერს გაიმართება. იგი თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.