«დენვერმა» «კლიპერსი» დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

«დენვერმა» «კლიპერსი» დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მეოთხედ-ფინალური ეტაპირ მეშვიდე მატჩი გაიმართა «დენვერსა» და «კლიპერსს» შორის. მაიკლ მალონის გაწვრთნილმა გუნდმა ლოს-ანჯელესის გუნდი დამაჯერებლად 104:89 დაამარცხა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი დენვერ ნაგეტსის კალათბურთელი მიურეი აღმოჩნდა. კანადელი სპორტსმენის ანგარიშზე 40 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტია. ლოს ანჯელეს კლიპერსიდან თავის გამოჩენა ჰარელიმ მოახერხა, რომლის მონაგარიც 20 ქულა და 3 ართმევაა.

მოპოვებული გამარჯვებით მაიკლ მალონის გუნდმა სერიაში საბოლოო ანგარიში 4-3 დააფიქსირა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. «ნაგეტსის» მორიგი მეტოქე «ლეიკერსი» იქნება.

ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და დენვერ ნაგეტსის პირველი დაპირისპირება 19 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/4 ფინალური ეტაპი

მეშვიდე მატჩი

«კლიპერსი» — «დენვერი» — 89:104 (24:24, 32:30, 18:28, 15:22)

სერიის ანგარიში: 3:4
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.