ლევანდოვსკი: წინ ურთულესი სეზონი გველის

”გასულ სეზონში ჩემი და მიუნხენის "ბაიერნის" ასპარეზობა ძალიან კარგი აღმოჩნდა. თასებისათვის ბრძოლაში, ჩვენ შეუჩერებლები ვიყავით, მაგრამ ახლა არ ვფიქრობ "ოქროს ბურთზე". რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნება, თუ გამარჯვების მოპოვების შანსს მივიღებ, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ვფიქრობ, მომავალი სეზონი ყველაზე რთული იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ მოედანზე სამ დღეში ერთხელ უნდა გამოვიდეთ” - ციტირებს გამოცემა ESPN პოლონელი გოლიადორის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი ჟურნალისტებმა (სპორტის სექტორი) გერმანიაში წლის ფეხბურთელად დაასახელეს. გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე გამართულ 47 მატჩში, 55 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.