«აილანდერსმა» ოვერტაიმში «ტამპა» დაამარცხა

«აილანდერსმა» ოვერტაიმში «ტამპა» დაამარცხა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში «აილანდერსი» «ტამპას» დაუპირისპირდა. ბარი ტროცის გაწვრთნილმა გუნდმა ლაითნინგი დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ვიქტორ ჰედმანის შაიბას ნიუ-იორკის გუნდმა რაიან პულოკისა და ჯორდან ებერლის ზუსტი დარტყმებით უპასუხა. ამ მომენტისთვის სერიის ანგარიში 3:1 «ტამპას» სასარგებლოდ. «აილანდერსისა» და «ტამპას» მორიგი მატჩი 18 სექტემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

NHL პლეი-ოფი

კონფერენციის ფინალი

«ტამპა-ბეი» — «აილანდერსი» — 1:2 ოვერტაიმი (0:1, 1:0, 0:0, 0:0, 0:1)

გოლები: პულოკი — 2 (ლედი, ბარზალი), 15:41 — 0:1. ჰედმანი — 8 (კოულმანი, შენი), 24:00 — 1:1. ებერლი — 5 (ლი), 92:30 — 1:2.

ჯარიმები: 6 — 6.

დარტყმები: 37 (9+6+10+4+8) — 24 (5+6+5+4+4).

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.